დღის პერსონა

ბიძინა ავალიშვილი
მხატვარი

ბიძინა ავალიშვილი (1922 – 2002) – ქართველი მოქანდაკე, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული მხატვარი (1962).
1947 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, სადაც სწავლობდა იაკობ ნიკოლაძის კლასში.
ქართველ მოქანდაკეთაგან პირველმა ფართოდ შემოიტანა ხე, როგორც მასალა. მისი შემოქმედების ცენტრშია ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტები.
ძეგლები: ვაჟა-ფშაველა (ქვა, 1948, დუშეთი), მირზა გელოვანი (მარმარილო, 1963, თიანეთი), ვასილ ბარნოვი (მარმარილო, 1967, კოდა).
პორტრეტები: ალექსანდრე ყაზბეგი (ხე, 1947), გალაკტიონ ტაბიძე (ბრინჯაო, მთაწმინდის პანთეონი, 1968), ვაჟა-ფშაველა (ხე, 1955), ფიროსმანი (ბრინჯაო, 1962–1963).